Tuesday, May 8, 2012

სუფიზმი

სუფიური სწავლების ერთ-ერთი ცენტრალური დოქტრინაა “იყო ამ ქვეყანაზე, მაგრამ არა ამ ქვეყნისა”, რაც, რიტუალური ცერემონიების, მარხვისა და ლოცვის მეშვეობით, თვითჩაღრმავების გზით, უმაღლესი მიზნისკენ სვლის - უზენაეს ღმერთთან და მის მადლთან ზიარების საშუალება იყო. სუფიების აზრით, ეს სავსებით შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლეშივე და არა მაინცდამაინც მისი გარდაცვალების, სამსჯავროს წინაშე წარდგომის თუ კაცობრიობის აღსასრულის შემდეგ, როგორც ამის აქცენტირებას ახდენს კლასიკური, ორთოდოქსული ისლამი. სულიერი თვითგანწმენდის გზაზე (იგივე “ტარიკა”, რაც შემდგომში სუფიური საძმოს სინონიმად იქცა) მოწაფეს (“მიურიდი”) ეხმარება მასწავლებელი, მოძღვარი (“შაიხი” ან “მუშრიდი”), რომელიც მას ასკეტიზმისა და სულიერი ცხოვრების საიდუმლოებებს უზიარებს, ასწავლის მას ხორციელი ვნებების დაძლევას, წრთვნის მას საკუთარი ეგოს გადალახვაში, რაც მუსლიმურ ფილოსოფიაში “ალ-ჯიჰად ალ-აკბარ”-ის ტერმინით აღინიშნება (“დიდი ბრძოლა” – “პატარა ბრძოლასთან”, ანუ მტრებთან ბრძოლასთან შეპირისპირებით).

No comments:

Post a Comment