Thursday, May 10, 2012

პროექტი "ჩემი სოფლის ტოპონიმიკა"


1)პროექტის სახელი
„ჩვენი სოფლის ტოპონიმიკა“
2)პროექტის მიზანი
ჩვენი სოფლის ისტორიის შესწავლა, პრობლემების დანახვა, გათავისება და გადაჭრის გზების ძიება. ბავშვები გაეცნობიან სოფლის ტოპონიმიკას, გაესაუბრებიან სოფლის უხუცეს მაცხოვრებლებს,რომლებიც მოუთხრობენ  ამ სოფლის იტორიას, ლეგენდებს, სოფლის სახელის წარმოშობის შესახებ.
3)სამუშაო ენა
ქართული ენა
რუსული ენა
4)მიზნობრივი ჯგუფი
IX, X, XI, XII klasebi
5)სასწავლო პროექტის ამოცანა
·         მოსწავლეების მოტივაცია
·         საპროექტო ჯგუფების ჩამოყალიბება
·         პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში
·         დავალებების სწორად გადანაწილება
·         სამუშაო ვადების დადგენა
·         პრეზენტაცია და შეფასება
6)პროექტის ხანგრძლივობა
1 თვე
7)კავშირი საგნებთან
ქართული ენა, რუსული ენა, ისტორია, გეოგრაფია.
8)სასწავლო პროექტის მნიშვნელობა,აქტუალობა
ეს პროექტი მოსწავლეებს ჩამოუყალიბებს შემდეგ უნარჩვევებს:
·         დამოუკიდებელი კვლევა
·         მონაცემთა შეგროვება და ჩაწერა,ორგანიზება
·         თანამშრომლობა, კომუნიკაბელურობა
·         კვლევის შედეგების პრეზენტაცია
9)რა შედეგამდე მიგვიყვანს სასწავლო პროექტი
მოსწავლეები შეისწავლიან თავისი სოფლის ისტორიას, გაეცნობიან მის მრავალეროვან მოსახლეობას და მათი ცხოვრების ადათ–წესებს, გადაიღებენ სურათებს, სოფლის უხუცესებს ჩამოართმევენ  ინტერვიუს. ყველა ამ მასალით შექმნიან ალბომს „ ჩემი სოფლის ისტორია“ .
10)სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
·         ეროვნული სასწავლო გეგმა
·         სასკოლო სახელმძღვანელოები
·         ენციკლოპედია
·         ინტერნეტი  google.ge
·         დიქტოფონი და ფოტოაპარატი
·         ვიდეოკამერა
·         კომპიუტერი
11) პროექტის ავტორები
ბობღიაშვილი ნინო,ქისტაური მარინა,არაბული თამუნა.

Tuesday, May 8, 2012

სუფიზმი

სუფიური სწავლების ერთ-ერთი ცენტრალური დოქტრინაა “იყო ამ ქვეყანაზე, მაგრამ არა ამ ქვეყნისა”, რაც, რიტუალური ცერემონიების, მარხვისა და ლოცვის მეშვეობით, თვითჩაღრმავების გზით, უმაღლესი მიზნისკენ სვლის - უზენაეს ღმერთთან და მის მადლთან ზიარების საშუალება იყო. სუფიების აზრით, ეს სავსებით შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლეშივე და არა მაინცდამაინც მისი გარდაცვალების, სამსჯავროს წინაშე წარდგომის თუ კაცობრიობის აღსასრულის შემდეგ, როგორც ამის აქცენტირებას ახდენს კლასიკური, ორთოდოქსული ისლამი. სულიერი თვითგანწმენდის გზაზე (იგივე “ტარიკა”, რაც შემდგომში სუფიური საძმოს სინონიმად იქცა) მოწაფეს (“მიურიდი”) ეხმარება მასწავლებელი, მოძღვარი (“შაიხი” ან “მუშრიდი”), რომელიც მას ასკეტიზმისა და სულიერი ცხოვრების საიდუმლოებებს უზიარებს, ასწავლის მას ხორციელი ვნებების დაძლევას, წრთვნის მას საკუთარი ეგოს გადალახვაში, რაც მუსლიმურ ფილოსოფიაში “ალ-ჯიჰად ალ-აკბარ”-ის ტერმინით აღინიშნება (“დიდი ბრძოლა” – “პატარა ბრძოლასთან”, ანუ მტრებთან ბრძოლასთან შეპირისპირებით).